პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი საქართველოში რამდენიმე დღის წინ კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და ოფიციალურ პირებთან შეხვედრები არ გაუმართავს

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველ არხს პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა სოსო მანჯავიძემ განუცხადა, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა.
მანჯავიძის თქმით, დოდონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო. მოლდოვის პრეზიდენტის ერთ-ერთი მასპინძელი ბიზნესმენი ლევან ვასაძე იყო, რომელმაც პრეზიდენტთან ინტერვიუც ჩაწერა.
იგორ დოდონი თბილისის გარდა ყვარელსაც ესტუმრა, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენა.
მოლდოვის პრეზიდენტის არაოფიციალურ ვიზიტზე ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.