აქტუალური
რაც უფრო გადაიდება უმრავლესობის სხდომა, მით უფრო გართულდება ვითარება - დეპუტატი

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რაც უფრო გადაიდება, პრობლემის მოგვარება მით უფრო გართულდება. როგორც ქანთარიამ განაცხადა, უმრავლესობის შეხვედრის ჩატარების სავარაუდო თარიღზე ინფორმაციას არ ფლობს.
უმრავლესობის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება თუ შემოდგომაზე, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც უფრო გადაიდება, ვითარება უფრო და უფრო გართულდება, რადგან პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო და გადაჭრა“, – განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 19 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა პრინციპულ პოზიციებზე მხარეთა შეუთანხმებლობის გამო გადაიდო.