აქტუალური
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2017 წელს აშშ-დან ქვეყნის მთელი ოქროს მარაგი გაიტანა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუარესების გამო

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის ფედერალურ რეზერვში 28,7 ტონა ძვირფასი ლითონი ინახებოდა. აშშ-დან გატანილი ოქრო ნაწილობრივ თურქეთში დაბრუნდა, ასევე ევროპაში, ინგლისის ბანკის და შვეიცარიის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის საცავებში გაიგზავნა შესანახავად.
ქვეყნის ოქროს რეზერვის საერთო მოცულობა 564,6 ტონას, ანუ 20 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.