უცხოეთი
პოლიცია ერევანში დეპუტატების დაკავებას აღიარებს, დაპატიმრებულია 200-მდე აქტივისტი

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. სომხეთის პროკურატურა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავების შესახებ იუწყება.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოევი და სასუნ მიკაელიანი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მათ ბრალად ედებათ სომხეთის კონსტიტუციის მეორე ნაწილის 96-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, საპროტესტო აქციის კანონის მოთხოვნების დარღვევით ორგანიზებაზე.
როგორც სომხეთის პროკურატურაში ამბობენ, დეპუტატების დაკავების შესახებ უკვე ინფორმირებულია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე.
სომხეთის პოლიციის ცნობით, ერევანში მიმდინარე მიტინგებზე 15:00 საათის მონაცემებით, დაკავებულია 192 აქტივისტი.

1tv.ge