სამართალი
ლუსტრაცია! ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ტელეარხი „რუსთავი 2“ უნდა არსებობდეს, მოსწონს ის ვინმეს თუ არა!

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომრუსთავი 2-თან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია მის "კანონიერ მესაკუთრეს - ქიბარ ხალვაშს" გადაეცეს.
საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო სტრასბურგის მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიება ლახავს საქართველოს სასამართლოს იმიჯს.
ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოზე ზეწოლას სწორედ „რუსთავი 2“ ახდენს, არგუმენტად კი „ევროპული საქართველოს“ განცხადება მოჰყავს, სადაც პარტია ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა.
საქართველოს მთავრობა ასევე ეყრდნობა „რუსთავი 2“-ის ყოფილი ტელეწამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილის ბრალდებას, რომ ის ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში დამოუკიდებელი არ იყო.
„რუსთავი 2“-ის იურისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.
ერთადერთი, რასაც მთავრობა აღიარებს არის ის, რომრუსთავი 2“ ნამდვილად პოპულარული არხია. ამბობს, რომრუსთავი 2-ის დამოუკიდებლობას არ ემუქრება საფრთხე, რომრუსთავი 2“ ხშირად არის კრიტიკული მთავრობის მიმართ, მაგრამ ამბობს, რომ თუ ვინმე თავდასხმას ახორციელებს, ეს თავად რუსთავი 2-ია, რომელიც მოსამართლეებს თავს ესხმის და ის არის ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხი. არხი რომ თავად ახორციელებს ჟურნალისტებზე ზეწოლას, ამის მაგალითად მოჰყავთ უკანასკნელი პერიოდის მაგალითები, „ევროპული საქართველოსგანცხადებები, სადაც ისინი გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში და ასევე აკაკი გოგიჩაიშვილის Facebook პოსტების .. სქრინშოტები, სადაც ის საუბრობდა ნიკა გვარამიას მხრიდან თითქოს ზეწოლაზე, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი და ამის გამო წავიდა ტელევიზიიდან, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
„რუსთავი 2“-ს ამ დავაში მხარი დაუჭირეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა. თავად ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკრიტიკა როგორც ხელისუფლება, ისე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.
„ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა სრული კონტროლის დამყარება არა მარტო დამოუკიდებელ მედიაზე, არამედ პოლიტიკოსებზეც. ამ წერილმა, ასევე, გამოავლინა „ქართული ოცნების“ არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის გარიგების ფაქტი. ძალიან უცნაურია, რომ იუსტიციის სამინისტრომ წერილის ძირითად არგუმენტად „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ამ პარტიის განცხადებები მოიტანა. ეს კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ხელისუფლების უმწეობას და არაკომპეტენტურობას, აგრეთვე, „ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ალიანსს. ბოლო მოვლენები დამატებითი არგუმენტია „რუსთავი 2“-ის არსებობის სასარგებლოდ, მოსწონს ის ვინმეს თუ არა“.