პოლიტიკა
ბაქრაძის განცხადებით, ხვალ პარლამენტში იქნება ძალიან აქტიური, მწვავე და ამავე დროს კონსტრუქციული პოლიტიკური დებატები. დებატებისას სიტყვით გამოვლენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და მათ 45-45 წუთიანი დრო ექნებათ სასაუბროდ, თუმცა მათ შეეძლებათ ამ დროის გადანაწილება სხვა წევრებზე.
15-15 წუთი მიეცემათ გამოსასვლელად ფრაქციების თავმჯდომარეებს, 5-წუთიანი გამოსვლის საშუალება კი ექნებათ ვიცე-სპიკერებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს. ასევე, 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ დეპუტატებს გიორგი ცაგარეიშვილს, ჯონდი ბაღათურიას, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და გურამ ჩახვაძეს.
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებიდან" სიტყვით ხვალ 4 წევრი გამოვა, კერძოდ, გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე.