სამართალი
მოზარდების მკვლელობა და შანტაჟი მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებით - ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ემუქრება

      საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანის სახელთან იკვეთება. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ რამდენიმე დღის წინ გაახმაურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე არასრულწლოვანის მამა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებს და ამით დანაშაულში მონაწილეების დაფარვას უწყობს ხელს. საქმეში ჩართულია მირზა სუბელიანის სიმამრი, ყოფილი პარლამენტარი ბორის კაკუბავაც. სწორედ კაკუბავა დაუკავშირდა ზვიად კუპრავას და მას ამ თემაზე საუბრის გამო ადგილის მიჩენას და დასჯას დაჰპირდა.
ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება სწორედ ამ ვიდეოკადრებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან მედიით გააკეთა განცხადება, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრები პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან ინახება და ის ამ კადრებით სამართალდამცველებს აშანტაჟებს.