სამართალი
გიორგი მარგველაშვილის მიერ თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ თავაძის შეწყალება ახალი სკანდალის მიზეზი გახდა

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთი შეწყალებული პატიმრის საქმის განხილვა დასრულდა. საქმე ეხება 2 წლის წინ ყაზბეგის გამზირზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის დროსაც საბა უგრეხელიძეს დანით 5 ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტმა ბრალდებული სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიწყალა.
პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, პრეზიდენტს ბრალდებული უკვე შეწყალებული ჰყავს და ის პატიმრობის მისჯის შემთხვევაში სასჯელს არ მოიხდის, რადგან უკვე გათავისუფლებულია საპატიმრო სასჯელისაგან.
პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მანამდე გაასაჩივრა, ვიდრე ნიკოლოზ თავაძეს პრეზიდენტი შეიწყალებდა, თუმცა მას პატიმრობა მაინც აღარ ემუქრება.