უცხოეთი
დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში ნამდვილად იყო ჩასული და ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა.
„გასულ კვირას მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს შეხვდა. კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ახლა სამიტის დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა. ბირთვული განიარაღება იქნება უმაღლესი მიღწევა მსოფლიოსთვის და თავად ჩრდილოეთ კორეისთვის“, – დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერში“.
მანამდე გამოცემა Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიკ პომპეო ფარულად იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეაში, სადაც კიმ ჩენ ინს შეხვდა.

1tv.ge