საზოგადოება
გიორგი გახარია: უსაფრთხოების გარეშე ეკონომიკური განვითარება სწრაფი და მდგრადი ვერ იქნება

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მინისტრმა თქვა, რომ უსაფრთხოების მინიმალური ნორმების გარეშე ეკონომიკური განვითარება სწრაფი და მდგრადი ვერ იქნება. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"გვესმის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ტრანზიტი, ენერგეტიკა, პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება შინაარსობრივი, პრაქტიკული და შედეგის მომტანი ორივე მხარისთვის. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ რეფორმებზე, რომელსაც შს სამინისტროში ვახორციელებთ და მზად ვართ, თქვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, კავშირშია ის თუ არა თქვენს კონკრეტულ ბიზნესებთან ან ეკონომიკასთან, შეძლებისდაგვარად გავცეთ პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.