საზოგადოება
შვეიცარიელი ჟურნალისტები ასახელებენ პიროვნებას, რომელიც Freedom House-ის ანგარიშის მომზადების პროცესში კეთილსინდისიერად არ იქცეოდა - მამუკა არეშიძე

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც 18 აპრილს ვაშინგტონში იგეგმება, ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, საქართველოს ნაწილზე საუბარი არ იქნება.
როგორც დღეს მამუკა არეშიძემ განაცხადა, ის, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამ დასკვნით კმაყოფილი არ იყო, ანგარიშის კორექტირებამაც დაადასტურა.
ის, რომ Freedom House-ის ხელმძღვანელობა არ იყო ამ დასკვნით კმაყოფილი, გამოჩნდა კიდეც, როდესაც დასკვნაში კორექტირება შევიდა და მცდარი ინფორმაცია ამოღებულია. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ თავად ორგანიზაციის სათა ოფისი არ არის კმაყოფილი იმ მუშაობით, რომელიც გასწიეს აქ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა. ჩემი აზრით, დასკვნის თავდაპირველ ვერსიაში ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობა იგრძნობოდა, ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას კი, მსგავსი ტყუილები არ ეკადრება. ჩემი ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციისას საქართველოს ნაწილი გამოტანილი არ იქნება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ამასთან, მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნული ორგანიზაციის ანგარიშში არსებული უზუსტობები და უარყოფითი პათოსი ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს უკავშირდება.
შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა ეჭვი მიიტანეს პიროვნებაზე, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კეთილსინდისიერად არ იქცეოდა ამ ანგარიშის შექმნის პროცესში. ეს პიროვნება არის მარკ ბეჰრენდტი, რომელიც Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორია და მას აქვს გარკვეული კონტაქტები და ნათესაური კავშირი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც ასევე ფიგურირებს ამ საქმეში. შვეიცარიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ საქმეში დაიხარჯა თანხა, ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, ორგანიზაციის დასკვნის პათოსი ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მესიჯბოქსს.
მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ჩემი ლოგიკით, რადგან Freedom House-ის დასკვნის პათოსი ძალიან ჰგავს ნაციონალური მოძრაობისმესიჯბოქსს, თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი ეჭვები. თავად შვეიცარიელი ჟურნალისტები თანხის წარმომავლობას ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, მაგრამ არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებული მთელი რიგი დეტალები, რომლის გარკვევასაც მეტი დრო სჭირდება“, – აღნიშნავს მამუკა არეშიძე.
გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს შესახებ სხვადასხვა მიმართულებით კრიტიკული შეფასებებია მოცემული.