პოლიტიკა
საქართველოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურებზე მსჯელობა დაიწყო - შეინარჩუნებს თუ არა თავის პოსტს საპრეზიდენტო არჩევნებამდე „რკინის“ პრემიერი კვირიკაშვილი? - საქინფორმი

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძე განაცხადა, რომ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა დაწყებულია. როგორც კალაძემ აღნიშნა, არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა და კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარეობს.
საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა დაწყებულია გუნდში, ჯერ საკმაოდ დიდი დროა არჩევნებამდე. მსჯელობა მიმდინარეობს და კანონის ფარგლებში, როგორც არის მითითებული დრო, ჩვენ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მისი შეცვლა მხოლოდ დროის საკითხია. საქინფორმმა მკითხველის ყურადღება მიაქცია პრემიერ კვირიკაშვილის ცოტა ხნის წინანდელ განცხადებას, რომ „არსად წასვლას არ აპირებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, დიდხანს მოუწევთ ლოდინი“.
ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ დრო სწორედაც რომ ცოტა დარჩა - საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს პოლიტიკოსები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ მათ თითქმის მაშინვე თანამდებობიდან ისტუმრებდნენ. მაგალითად, პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელი შს მინისტრი კახა თარგამაძე, რომელიც იძულებული გახდა, გადამდგარიყო სულ რამდენიმე დღეში მისი ცნობილი განცხადების შემდეგ, რომ მისი გადაყენება არც ისე იოლია, იმიტომ რომ ის „რკინის კაცია“...