უცხოეთი
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

     საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ანკარაში იმყოფება, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა
ანკარა მხარს უჭერს ნატოს გაფართოებასა და ალიანსში საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის გაწევრიანებას, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის შეფი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქეთში.
ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღანელმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა: ჩვენ ნატოს გაფართოების მომხრეები ვართ და მხარს ვუჭერთ ალიანსში საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ინტეგრაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.მევლუთ ჩავუშოღლუ.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა.
2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

sputnik-georgia.com