პოლიტიკა
საქინფორმი: გამოუშვებს თუ არა განდონების კომპანია „Aiisa“ პრეზერვატივებს პრემიერ კვირიკაშვილის გამოსახულებით?

     საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოში დიდი სკანდალი გამოიწვია განდონების კომპანია „Aiisa“-მ, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში პირველმა გამოუშვა პრეზერვატივები შოკოლადის გემოთი, რომელთა შეფუთვაზე გამოსახულია თამარ მეფე და წარწერა - „სამეფო კარის თამაშები“.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროა მესიჯები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ერთმანეთს ყველასთვის მისაწვდომ საერთო ჩათში მისწერეს, გამორიცხული არ არის, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე წარწერით „სამეფო კარის თამაშები“ დიდი თამარ მეფის ნაცვლად პრემიერ კვირიკაშვილის გამოსახულება გაჩნდება.

ირაკლი, არ მინდოდა აქ მეტი დეტალის დაწერა, თუმცა, შენს ბოლო გზავნილს გავეცანი და გადავწყვიტე, მოკლედ განვმარტო ჩემი პოზიცია. ჩემს ბოლო მონაწერში ვიგულისხმე ყველა, ვინც ჩემს სახელს უხვად ახსენებს, რა თქმა უნდა, ის დეპუტატები, ვინც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე გადავიდა და საკუთარი პოზიციების არგუმენტაციას ახდენს ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარებზე აპელირებით და, რა თქმა უნდა, მამუკაც (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მდინარაძე - საქინფორმი), რომელმაც ჩემი ნათქვამის ცალმხრივი გასაჯაროება გააკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია.
ხარისხებს არ ვადარებ და, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას გამართლება არა აქვს და მით უმეტეს, არც შენი იმპიჩმენტის მოთხოვნას არა აქვს არანაირი გამართლება. ვადასტურებ, რომ შეხვედრაზე მე აღვნიშნე, რომ პიროვნული შეურაცხყოფა, როგორც შიდა შეხვედრებზე, ისე, მით უმეტეს, საჯაროდ, არის კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა, ამის გარდა, ისიც აღვნიშნე, რომ საკითხების მომზადებაში, პროცესის შიდა გამჭვირვალეობაში და დეპუტატებთან კომუნიკაციაშიც დაშვებული იქნა არაერთი შეცდომა, რაშიც არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენს მიერ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა.
იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებს მოვაწესრიგებთ და ისეთი დონის დეტალიზაციას და ნორმატივიზაციას მოვახდენთ, რომ მომავალში გაუგებრობები აღარ იქნება. მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი კობახიძეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას.
ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს, თუმცა, ის პრემიერის პრესსამსახურის უფროსს მაკო ბიგვავა მიმართავს. მაკო, ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს წერს არა პირადად, არამედ საერთო ჩათში. კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ჩაგეყენებინე. ასეთ შემთხვევაში, ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ, თავიდან ავიცილებდით“, - წერს ირაკლი კობახიძე.