უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი სირიაზე აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის იერიშების გამო, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მიიჩნევს, რომ სირიაზე დარტყმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
“კვლავ, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც აშშ-ი თავს დაესხა შაირატის ავიაბაზას, საბაბად გამოყენებულია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების ინსცენირება – ამჯერად დამასკოს შემოგარენში, დუმაში. რუსმა სამხედრო ექსპერტებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ყალბი ინციდენტი ადგილას, ვერ აღმოაჩინეს ქლორის ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების კვალი. არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ დაუდასტურებია ქიმიური თავდასხმის ფაქტი”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1tv.ge