საზოგადოება
დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" თითოეული წევრი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ პროცესებში - ირაკლი კობახიძე

       საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში, – აღნიშნული შეფასება ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას.
ანგარიში იმეორებსრუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან მთლიანად არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან, ეს იყო მისი გადაწყვეტილება.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ბიძინა უმრავლესობის უახლოეს სხდომას დაესწროს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.
ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თითოეული წევრი მიესალმება მის გამოჩენას. თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო დისტანცირება, საპირისპირო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამას უპირობო მხარდაჭერა ექნება მთელი პარტიის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.