საზოგადოება
“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში შეცდომები და შემაშფოთებელი დასკვნებია! - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შემაშფოთებელს უწოდებს “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრება კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ. ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაა. თუმცა, ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია, აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც, ობიექტურ მიზეზთა გამო, აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის. ის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა გაკვირვებას იწვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში ფაქტობრივ შეცდომებს ემყარება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, ანგარიშის ავტორები სასამართლოს ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ქონია; ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.