სამართალი
Freedom House-ის ანგარიშიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შარშან მოხდა „იმედში“ შეჭრა, შარშან დავუშინეთ ტყვიები „იბერიას“ - სოზარ სუბარი

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. Freedom House-ის დასკვნაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციური დასკვნაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განუცხადა.
არ ვიცი, რით არის გამოწვეული მათ მიერ ასეთი დასკვნების გაკეთება, მაგრამ იმდენად ტენდენციურია, რომ მგონი, აზრიც არ აქვს რაიმე კომენტარების გაკეთებას“, – აღნიშნა სუბარმა.
მინისტრის თქმით, Freedom House-ის ანგარიშიდან გაუგებარია, რასთან შედარებით გაუარესდა მედიის თავისუფლება საქართველოში.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შარშან, საანგარიშო წელს მოხდა იმედშიშეჭრა, შარშან დავუშინეთ ტყვიები იბერიას“. „რუსთავი 2“-ის საქმეზე წერია, რომ პირველი დავა იყო ყოფილ და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის, რაც გაგრძელდა არა მხოლოდ ევროპისა და ევროსაბჭოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიდის საქმე. მეტი რა უნდა მოხდეს, არ მესმის. ძალიან მიხარია, რომ ევროპულ სასამართლოში წავიდა ეს საქმე, რადგან თუ ევროსასამართლო მიიღებს ერთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება სანდო ყველასთვის. თუ მიიღებს მეორე გადაწყვეტილებას, ეს იქნება სანდო ასევე ყველასთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარის განცხადებით, აღნიშნული ანგარიშის კონტექსტში აფგან მუხთარლის საქმეზე ან რაიმე სხვა საკითხზე საუბარი არ სურს.
მე შემეძლო, ძალიან დაწვრილებით მესაუბრა, მაგალითად, მუხთარლის საქმეზე. ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი, მაგრამ როდესაც ასეთ თემებზეა ლაპარაკი, ასეთი ტერმინოლოგია არის გამოყენებული, აბსურდული და არაფერთან შესაბამისი, როგორიც არის პოლიტიკური ვენდეტა. არანაირი სურვილი არ მაქვს, რაიმე მტკივნეულ თემაზეც გავაკეთო კომენტარი, თუ ლაპარაკია ფრიდომ ჰაუსისამ კონკრეტულ ანგარიშზე. სხვა დროს მზად ვარ, ვილაპარაკო იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს წინაშე დგას, თუნდაც იგივე მუხთარლის საქმეზე, ოღონდ არა ამ კონტექსტში. იმდენად არასერიოზულია, აღარ გავაკეთებ ამაზე კომენტარს“, – დაასკვნა სოზარ სუბარმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება.

წყარო: 1tv.ge