პოლიტიკა
კატეგორიულად გამოვრიცხავ უმრავლესობის დაშლას! არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც, მისივე თქმით, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას პრემიერ-მინისტრის სახელით აპელირებენ.
იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული. იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც. კატეგორიულად გამოვრიცხავ უმრავლესობის დაშლას. ეს არის პროცესი, რომელიც, სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს გარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას ნუ გააკეთებენ ამას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო ქართული ოცნებისთვისმნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და ამ სტაბილურობით ვერაფერი დაემუქრება საქართველოს”, – განაცხადა პრემიერმა.