უცხოეთი
ანგელა მერკელი- სირიის წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას გერმანია არ შეუერთდება

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. სირიის წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას გერმანია არ შეუერთდება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ბერლინში, დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანგელა მერკელის თქმით, სირიასთან მიმართებაში ზომების ფართო სპექტრი უნდა იყოს განხილული, თუმცა გერმანია სირიის არმიას თავს არ დაესხმება.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სირიის საკითხზე მნიშვნელოვანია ერთობის დემონსტრირება. მერკელის განცხადებით, ცხადია, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის მარაგი სრულად არ გაანადგურა, რომლის პირობაც 2013 წელს დადო.
„არის ბევრი მტკიცებულება, რომ სირიის რეჟიმმა მსგავსი იარაღი გამოიყენა”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

1tv.ge