პოლიტიკა
ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას უპირისპირდებიან! - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სენსაციური ბრიფინგი

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. საერთშორისო ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსისანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობენ ე.წ. ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს.
ამის საუკეთესო ილუსტრაციაა ენ დი აი“- თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ბრძოლას არავითარი საერთო არა აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.
ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება დემოკრატიის პროცესი, რაც საბოლოოდ ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.