საზოგადოება
სააკაშვილის შესაძლო დაკავება კიდევ უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობებს ევროპასთან და აშშ-სთან - Freedom House

       საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. სასამართლო სისტემა დიდი ხანია, საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის „აქილევსის ქუსლია“, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ.
როგორც ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის შესახებ თავში არის ნათქვამი, მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, სასამართლო სისტემა კვლავ განიცდის საზოგადოების მხრიდან უნდობლობას და პოლარიზაციის მაღალ დონეს“.
სასამართლოს დამოუკიდებლობამ განიცადა უკუსვლა 2017 წელს, რაც იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის უკანონო დაკავებისა და ექსტრადირებასთან დაკავშირებული არარეგულარული პროცესებისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ პოლიტიკური გავლენით მიღებული სასამართლო განაჩენების მცირე, თუმცა მზარდი რიცხვის შედეგი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს მთავრობამ სასამართლო რეფორმების მესამე ტალღა დაიწყო.
თებერვალში შეიცვალა კანონი საერთო სასამართლოების შესახებ და დაინერგა საქმეების ავტომატური განაწილების ახალი სისტემა. თუმცა, პარლამენტმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მათი პალატის წევრების მიერ. რეფორმის გაგრძელების საჭიროების შესახებ განაცხადეს როგორც ადგილობრივმა უფლებადამცველებმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ.
ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას მრავალჯერ მოუწოდა, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი. მარტში ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა პირდაპირ ახსენა საქართველოშიდამოუკიდებელი სასამართლოსადაპოლიტიზებული სასამართლოს ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილებისმნიშვნელობა“, – წერია Freedom House-ის ანგარიშში.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ადგილობრივი უფლებადამცველები ჩვეულებრივ გაცილებით თამამები არიან კრიტიკაში.
საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ USAID-ის მხარდაჭერით მარტში გამოაქვეყნა ანგარიში სასამართლო რეფორმების შესახებ, რითაც აჩვენა 2012 წლის შემდეგ ღრმა ცვლილებების არარსებობა.
ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობაში პოზიტიური ფორმალური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება განიცდის პოლიტიკური ნების ნაკლებობას იმისთვის, რომ მოახდინოს სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოს მისი დამოუკიდებელი და პროფესიული ფუნქციონირება. ანგარიშის მიხედვით, „მოსამართლეების გავლენიან ჯგუფსადამმართველ პოლიტიკურ ძალასშორის არსებული ურთიერთკავშირის გაგრძელებამ გააძლიერა ქრონიზმის პრაქტიკა და სასამართლო რეფორმების თანმიმდევრულობა დაარღვია. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ანგარიში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 2014-2016 წლების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ აჩვენებს, რომ სასამართლოს სფეროში რეფორმების უმრავლესობა მხოლოდ ნაწილობრივ არის განხორციელებული. ქართველი საზოგადოება სასამართლოსადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას იზიარებს. 2017 წლის კვლევის თანახმად, სასამართლოები და გენერალური პროკურატურა რჩებიან ქვეყანაში ყველაზე ნაკლები ნდობის მქონე ინსტიტუტებად, მათთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება რესპონდენტების მხოლოდ 13 პროცენტმა გამოხატა“, – წერია ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ძირითადად უარი თქვა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის ე.წ. პოლიტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავდა კორუფციისა და სხვა დანაშაულებისთვის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებასა და გასამართლებას. თუმცა ხელისუფლება კვლავ ცდილობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას.
სააკაშვილის შესაძლო დაკავება კიდევ უფრო გაართულებსქართული ოცნებისურთიერთობებს ევროპასთან და აშშ-სთან, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიანსამართლიანობის აღდგენისპოლიტიკას, კერძოდ კი, საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიზაციის კუთხით. „ქართულმა ოცნებამუკვე დაიმსახურა სამართლიანი კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისგან მთავრობის ყოფილი წევრების წინააღმდეგშერჩევითი სამართლისადაპოლიტიკური ვენდეტისწარმოებისთვის“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ლაპარაკია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე. პუბლიკაციაში მოყვანილია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშის ნაწილი, რომელშიც უფლებადამცველები მუხთარლის საქმეში ქართული უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ მუხტარლის გატაცება და არალეგალური დეპორტაცია არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.
რადგან მუხთარლი აზერბაიჯანის მმართველი ალიევების ოჯახის აქტივებს იძიებდა, საქართველოში მისი საქმიანობა ქართული ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რის გამოც ჩნდება ვარაუდი, რომ მისი სასამართლოს გარეშე დაკავება წარმოადგენდა ქართული უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორისთვის პოლიტიკურ საჩუქარს“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.
Freedom House საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ „ყველაზე სადავო სასამართლო საქმეს“ უწოდებს.
გადაწყვეტილება ბევრის მიერ აღქმული იყო, როგორც საერთო ეროვნული მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე ერთადერთი კრიტიკული ტელეარხის გაჩუმების მცდელობა. თუმცა, მოულოდნელად ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩაერია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაურკვეველი ვადით შეჩერების განკარგულება გასცა“, – წერია დოკუმენტში.
ამას გარდა, Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა Philip Morris-ისა და British American Tobacco-ს, ასევე ბექა წიქარიშვილის საქმეები.