უცხოეთი
საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაში საღი აზრი გაიმარჯვებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში 17 ქვეყნის ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებისგანაც რწმუნებათა სიგელები მიიღო.
„ შექმნილი ვითარება არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს, მსოფლიოში სიტუაცია სულ უფრო ქაოსური ხდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და საერთაშორიო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ , რუსეთი უნდა მოემზადოს სირიაზე სარაკეტო დარტყმისთვის.
1tv.ge