სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილი - აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას დრო სჭირდება

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას საქართველოს პროკურატურა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოპოვებული მასალებით შეძლებს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
ჩვენი სამსახურის ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება გამოძიებაზე ირიბი ზეწოლის ფაქტორი არ უნდა გახდეს. შესაძლოა, ჩვენი ვარაუდები გვქონდეს, თუმცა გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენას არ ვაპირებთ. უწყება, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამოპერაციაშიარ მონაწილეობდა. რაიმე კავშირს გამოვრიცხავ. თუ ასეთი შეკითხვა დაისვა, პასუხი ისევ გამოძიების ფარგლებში უნდა გაეცეს. ეს არ არის მარტივი ქეისი, რომლის გამოძიებასაც პროკურატურა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში გააკეთებდა. ეს უნდა იყოს ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოპოვებული ფაქტების და არგუმენტების ერთობლიობა, რასაც უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გამოძიებას, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მიმდინარეობს”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა წარუდგინა.