საზოგადოება
2011 წელს სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით შეეცდებიან

gamocdebiგამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის ნიმუში უკვე გამოაქვეყნა.

საგამოცდო ტესტი სამი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, რომელიც ორ ტექსტსა და 21 შეკითხვას შეიცავს; სტუდენტის ლოგიკური მსჯელობის უნარი, რისთვისაც 14 ამოცანა გამოიყენება; რაოდენობრივი მსჯელობის შემოწმებაზე მიმართული ტექსტი, რომელიც 7 ამოცანისგან შედგება.

ტესტის სამივე ნაწილის შესასრულებლად კონკურსის მონაწილეს 2 საათი და 30 წუთი ეძლევა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსისთვის რეგისტრაცია 14 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით იწარმოებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. რეგისტრაციისთვის სტუდენტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა ჰქონდეს.

მსურველმა, ასევე, კონკურსში მონაწილეობის საფასური - 10 ლარი უნდა გადაიხადოს. საგამოცდო ბარათებს სტუდენტები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში მიიღებენ.