პუბლიკაციები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში საქინფორმის ხმა გაიგონეს

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. 2018 წლის 2 აპრილს საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციაში „ვინ მოიწვევს ახალ რუის-ურბნისის კრებას და იხსნის საქართველოს?“ ჩამოთვლილი იყო მთავარი პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას, და მოცემული იყო რეკომენდაციები მათ დასაძლევად.
ნაწილში, რომელიც ტრადიციულ ქართულ ეროვნულ მართლმადიდებლურ - და ქართველი ხალხისთვის თავს მოხვეულ ეგრეთ წოდებულ „დასავლურ დემოკრატიულ“ ღიებულებებს შორის კოლიზიას ეძღვნება (ზემოდან მე-11 აბზაცი და შემდეგ) ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისთვის მიუღებელია, აგრეთვე, იმიტომ რომ შეუთავსებელია დასავლურდემოკრატიულღირებულებებთან. მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ცოდვებს, რომლებსაც დასავლეთში დემოკრატიის მაჩვენებლად მიიჩნევენ: სექტანტობას დასავლეთში რელიგიური უმცირესობების უფლებების და იდენტობის დაცვას უწოდებენ; ერთნაირსქესიან ქორწინებას, ინცესტს და ჰომოსექსუალიზმს დასავლეთში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვად თვლიან; ნარკომანიის წახალისებას და აზარტული თამაშების პროპაგანდას - პიროვნების თავისუფლებად. და რამდენჯერაც უნდა მიიწვიონ ქართველი მიტროპოლიტები - წმინდა სინოდის წევრები - აშშ-ის კონგრესსა და სენატში, პენტაგონში, ნატოში, ევროკავშირში თუ დიდი ბრიტანეთის საელჩოში, როგორც უნდა აცდუნონ ამბიონიდან დასავლურიდემოკრატიულიღირებულებების პროპაგანდაზე, სახარების თავიდან დაწერას და 10 მცნების შეცვლას - ცოდვების სათნოებად გადაქცევას ისინი ვერ შეძლებენ!“.
სასიხარულოა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში საქინფორმის ხმა გაიგონეს, რისი დადასტურებაც გახლავთ შემდეგი ფრაგმენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლედან: ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია; დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცხყოფაჩვეულებრივ მოვლენად იქცა; გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმნიან ახალი ღირებულებების შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად. ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი.
...შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ“, - ნათქვამია ეპისტოლეში.