საზოგადოება
გორში, ვერხვების დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილებს დაეცა და დააზიანა. შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაზარალებული მოსახლეობა გორის მუნიციპალიტეტისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. კორპუსი, რომელსაც ქარმა სახურავი გადაჰხადა, რამდენიმე თვის წინათ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხით რეაბილიტირებული იყო. ადგილობრივები სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას უსვამენ ხაზს. ,,ფასადების მოჩვენებთი გალამაზებით გატაცებულ ხელისუფლებას ჰგონია, პატარა ბავშვებივით ადვილად მოგვატყუებს. ვის რაში სჭირდება ამათი მოჩვენებითი მზრუნველობა! ასე შორს ვერ წავლენ. მათაც მოეკითხებათ,’’ – აცხადებს ერთ–ერთი დაზარალებული, რომელსაც გარკვეული მატერიალური ზარალი მიადგა, რადგან ამ კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს.