პოლიტიკა
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გათვალისწინებულია საქინფორმის მთავარი რედაქტორის რეკომენდაციები

     საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. 2018 წლის 2 აპრილს საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციაში „ვინ მოიწვევს ახალ რუის-ურბნისის კრებას და იხსნის საქართველოს?“ ჩამოთვლილი იყო მთავარი პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას, და მოცემული იყო რეკომენდაციები მათ დასაძლევად.
საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობისადმი მიძღვნილ ნაწილში (ზემოდან მე-5 აბზაცი და შემდეგ) ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ „კონსტიტუციით საქართველო დღეს სეკულარული სახელმწიფოა - ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილია... რეალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მდგარა და არც უნდა იდგეს განზე სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებისაგან, ამიტომ მისი როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და მართვაში უნდა დაფიქსირდეს ახალ კონსტიტუციაშისაქართველოს არცერთი კონსტიტუცია არ შეესაბამებოდა და არც დღეს შეესაბამება ქართული სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და ქართველი ერის მენტალიტეტს. ყველა მათგანი პოლიტიკური კონიუნქტურით იყო ნაკარნახევი და გამუდმებით გადაკეთდებოდა იმ მომენტისათვის მმართველი პარტიის ინტერესების მიხედვით.
მეფე დავით IV აღმაშენებელმა ეკლესია სახელმწიფოს კი არ დაუმორჩილა, არამედ ეკლესიის ბუნებისათვის თავიდანვე უცხო ეკონომიკური ფუნქციები ჩამოაშორალიბერალიერარქებთან - ოლიგარქებთან ერთად. მაგრამ სანაცვლოდ სახელმწიფო ფუნქცია მიანიჭა და ცენტრალიზებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შემოქმედებით პროცესში ჩართო. ამიტომ, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი ვენეციის კომისიის და თეთრი სახლის ვიზირებას კი არა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ექსპერტიზას უნდა გადიოდეს სახელმწიფო რელიგიასთან შესაბამისობის საგანზე; ისინი უნდა შეესაბამებოდეს არა დასავლურდემოკრატიულ“, არამედ საკრალურ მართლმადიდებლურ ღირებულებებს. ასეთი კონსტიტუციის პირობებში იმგვარი კანონების მიღება, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული - სხვადასხვა უმცირესობის უფლებათა ექსკლუზიური დაცვის შესახებ მართლმადიდებელი უმრავლესობის ინტერესების საზიანოდ - ნულამდე იქნება დაყვანილი.
ასევე, ქვეყნის ძირითადი კანონიდან ამოღებული უნდა იქნეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დისკრიმინაციული და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციისთვის უპრეცედენტო ყალბი ჩანაწერიქართველი ხალხის ისტორიულ უალტერნატივო ევროატლანტიკურ არჩევანზე“ - ისეთ დროებით ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაზე, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი”.
სასიხარულოა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში საქინფორმის ხმა გაიგონეს, რისი დადასტურებაც გახლავთ შემდეგი ფრაგმენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლედან:
“ფაქტია, ყველას გვინდა, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს. მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ“, - ნათქვამია ეპისტოლეში.