სამართალი
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება. თურქეთის საელჩომ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. „ჩვენ მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, – წერია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ 4 აპრილს მთავრობის სხდომაზე წარადგინა.