სამართალი
უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე... მატრიოშკებს კრძალავს!

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის ივანა კლიმპუშ-ცინცაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის „მორალური წელს ქვემოთ დარტყმა აღმოჩნდა სააღდგომო კვერცხების მოხატულობაზე რუსული მატრიოშკების დანახვა“ - შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა, რომ მას „არ აწყობს სააღდგომო კვერცხების მოხატვის შემოთავაზებები, რომლებსაც ქვეყნის მაღაზიებში წააწყდა“, იმიტომ რომ „შეგნებული უკრაინელი არასოდეს მოინდომებს სააღდგომო სუფრაზე სადღესასწაულო კერძის მორთვას სიმბოლოებით, რომლებიც საძულველი აგრესორი ქვეყნის კულტურასთან ასოცირდება“.
სოციალური ქსელების ზოგიერთ მომხმარებელს ივანა კლიმპუშ-ცინცაძის განცხადება მართებულად მოეჩვენა იმიტომ, რომ ის მატრიოშკებს „ტრადიციულ რუსულ სიმბოლოს“ უწოდებს. დღეს ხომ უკრაინაში მოდურია, საკუთარ უნიკალურ კულტურულ მონაპოვრად გამოაცხადონ ბევრი რამ, რაც ადრე რუსეთთან ან ზოგადად სლავ ხალხებთან ასოცირდებოდა. დანარჩენები კი ვიცე-პრემიერის განცხადებას იმის აშკარა ნიშნად თვლიან, რომ უკრაინულ თავებში რაღაც სენმა ჩაიბუდა...