აქტუალური
სააკაშვილმა ახალი სამსახური იშოვა

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა განაცხადა, რომ ახალი სამსახური იშოვა — ის ჰოლანდიაში ლექციებს წაიკითხავს.
მოველაპარაკე ნიდერლანდების სპიკერთა აკადემიას თანამშრომლობაზე. სანამ ევროპაში ვარ, თავს ლექციებით შევინახავ. აკადემიაში ძალიან მაგარი კოლექტივია, მათ გამაკვირვეს ენი რეგიონის სპეციფიკის კარგი ცოდნით და სწორი ფასეულობებით. იმედი მაქვს, რომ ლექციების წაკითხვა დიდხანს არ მომიწევს, და ჩემს გამოცდილებას ლექციებს კი არა, ძალაუფლებიდან ოლიგარქების ჩამოშორებას და რეალურ რეფორმაციას მოვახმარ“, - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც ის ნიდერლანდებში გადავიდა. ამ ქვეყანაში მან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.