საზოგადოება
“ნაკრესი“ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას ეხმაურება

garemos_dacvaსახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესი" პრემიერ-მინისტრის – ნიკა გილაურისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის – გოგა ხაჩიძის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც "ნაკრესში" აცხადებენ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქციის უგულებელყოფას ნიშნავს და იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს სათანადოდ არ აქვთ გაცნობიერებული დაცული ტერიტორიების, როგორც გლობალური მნიშვნელობის ეროვნული საუნჯის, ღირებულება და მნიშვნელობა.

"ამგვარი ეჭვის საფუძველს ამყარებს თავად გარემოს დაცვის მინისტრისკომენტარი იმის თაობაზე, რომ სამინისტროს რეორგანიზაცია არ ნიშნავს სამინისტროს გაუქმებას, აქ „საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს გარემოსდაცვითი კუთხით წმინდა სისხლის გარემოსდაცვითი სტრუქტურა..." ამ სტრუქტურაში კი,როგორც გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ადგილი არ მოიძებნება. მინისტრის კომენტარიდან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების დაცვა არ მიეკუთვნება „წმინდა სისხლისგარემოსდაცვით" სფეროს", - აღნიშნულია "ნაკრესის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ნაკრესი" მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულმა სტრუქტურულმა ცვლილებამ, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ბუნებას.

"მიგვაჩნია, რომ პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენამდე საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ საკითხს და აქციოს საჯარო განხილვის საგნად", - აცხადებენ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.