რელიგია
ილია მეორე: დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა ხორცსა და სისხლს აზიარა თავისი მოწაფეები

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს დიდი ხუთშაბათი მიულოცა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები. ეს არის ის დღე, როცა უფალმა დაბანა ფერხნი მოწაფეებს თვისსა და უჩვენა სიმდაბლე თვისი. მე მახსენდება ჩემი კურთხევა, ამ დღეს მაკურთხეს დიაკონად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი, მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ. ღმერთმა ინებოს, რომ საკურნებლად იყოს სულისა და ხორცისა ჩვენთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, შაბათს არის ხარება და იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეს დღესასწაული აღდგომის წინა დღეს ემთხვევა.