სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააღდგომოდ 64 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალებულთაგან 41 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 23-ს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება. მისივე თქმით, შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ორი არასრულწლოვანია.
ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ სულ 335 პატიმრის საქმე შეისწავლა.
შეწყალების კომისია 28 და 29 მარტს მუშაობდა. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინისტროს.