აქტუალური
ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველომ რუსი დიპლომატი დასავლეთის ზეწოლის გამო გააძევა - გრიგორი კარასინი

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. „საქართველომ რუსი დიპლომატი დასავლეთის ზეწოლის გამო გააძევა, - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ „РИА Новости“-ს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლით მიიღო, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის და ბრიტანეთის. ჩვენ ეს ამბავი იმედგაცრუების გრძნობით მივიღეთ“, – განაცხადა კარასინმა.
საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციიდან რუსი დიპლომატი გააძევა. 20-ზე მეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო მიიღო.