პოლიტიკა
თუ რუსეთს შევეწყობით, ეს კარგი იქნება და არა - ცუდი! რუსეთთან მეგობრობა შესანიშნავი რამეა, და ამას ყველა ეთანხმება, ძალიან სულელი ადამიანების გარდა! - დონალდ ტრამპი

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტებთან - დალია გრიბაუსკაიტესთან, კერსტი კალიულაიდთან და რაიმონდს ვეიონისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილაპარაკა „ძალიან სულელ ადამიანებზე, რომლებსაც რუსეთთან მეგობრობა არ სურთ“, და ამით მიანიშნა, რომ აღმოსავლელ მეზობელთან კარგი ურთიერთობის აწყობაა საჭირო. ფორმალურად შეხვედრას „სამიტი“ დაარქვეს და რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავს დაამთხვიეს.
თუ რუსეთს შევეწყობით, ეს კარგი იქნება და არა - ცუდი. და ამას ყველა ეთანხმება, ძალიან სულელი ადამიანების გარდა“, - თქვა ტრამპმა. „ვფიქრობ, შევძლებდი, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონოდა პუტინთან. ის, რომ მე შემიძლია, კარგი ურთიერთობა მქონდეს და ვიმეგობრო რუსეთთან - რეალური შესაძლებლობაა. რუსეთთან მეგობრობა შესანიშნავი რამეა, ჩინეთთან მეგობრობა შესანიშნავი რამეა, სხვა ქვეყნებთან მეგობრობა შესანიშნავი რამეა. ვფიქრობ, შევძლებდი, კარგი ურთიერთობა დამემყარებინა პუტინთან და რუსეთთან, და თუ ამას შევძლებ, მშვენიერი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.