სამართალი
ქეთევან ციხელაშვილი ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართულებების შესახებ

     საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. სოფელ რუხში, შესაძლოა, სპეციალური ეკონომიკური სივრცე შეიქმნას – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე ლაპარაკისას განაცხადა.
ციხელაშვილის თქმით, საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილებები, რომელთა თანახმად, ნებისმიერ პირს, მათ შორის პირადი ნომრით რეგისტრირებულს, შესაძლებლობა ექნება, სპეციალური საწარმოს სტატუსით დარეგისტრირდეს. მას შესაძლებლობა ექნება, სავაჭრო ოპერაციები გამყოფი ხაზების გასწვრივ საგადასახადო შეღავათებით განახორციელოს.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება, მაგრამ დოკუმენტში გათვალისწინებულია სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.
მაგალითად, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განთავსება გამყოფი ხაზების გასწვრივსპეციალური ეკონომიკური სივრცე, სადაც განთავსდება ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება, რომელიც შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმითაც.
ვფიქრობთ, ასეთი სივრცე პირველ ეტაპზე სოფელ რუხში განთავსდეს, სადაც უკვე არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურა. თქვენ იცით, რომ იქ უკვე მიმდინარეობს მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სივრცის სრულად განთავსება გამყოფი ხაზების სხვა მონაკვეთებზეც განიხილება, იქიდან გამომდინარე, რამდენად იქნება შესაძლებელი გადაადგილების თავისუფლება“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, განიხილება პოტენციურად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, თუმცა ეს უფრო ოფციაა და მისი განთავსება და დანიშნულება გამართლებული იმ შემთხვევაში იქნება, როდესაც იქ წარმოებული პროდუქციის შემდგომ გადამუშავებაზე მოთხოვნა გაჩნდება, რათა საშეღავათო მომსახურებით ისარგებლოს და ასე მოხვდეს შიდა სავაჭრო ქსელებში.
ასევე, დაგეგმილია დამოუკიდებელი ფონდის შექმნა, დონორების და კერძო ორგანიზაციების რესურსებით, რომელსაც განკარგავს დამოუკიდებელი საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა შემადგენლობით და ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთანევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ამოქმედდეს სხვადასხვა ჰუმანიტარული და საგრანტო პროგრამები, რაც დაეხმარება ამ ინიციატივას რეალური ამოქმედებისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ციხელაშვილის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივის კიდევ ერთი მიმართულებაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის იდენტიფიცირების ახალი, ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნა, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან​.
სამშვიდობო ინიციატივის მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობაა, რაც იქმნება ჩვენი განვითარების პროცესში, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე. სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორი რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი, ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნა, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან.
გათვალისწინებულია, ასევე, დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ასევე ცალკეული სამოქალაქო ფაქტების, კერძოდ კი დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების, ასევე ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტების დადგენის გამარტივება.
აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეების იდენტიფიცირებისთვის ახალი ნეიტრალური მექანიზმი არ უკავშირდება მოქალაქეობას და, ასევე, არ მოიცავს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და უფლებებს.
ეს არის პირადი ნომრით რეგისტრაციის შესაძლებლობა. პირის იდენტიფიცირების პროცედურის და მისი იდენტობის დადგენისთვის მის ბიომეტრიულ მონაცემთან ერთად, კერძოდ მის ფოტოსთან ერთად იდენტობის დადგენისთვის შესაძლებელია, განხილული იყოს მის ხელთ არსებული დოკუმენტები.
პირადი ნომრით რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ პირის იდენტიფიცირებისა და შემდგომში გარკვეულ სერვისებზე წვდომის გახსნისთვის.
ეს ისეთ სერვისებზე უხსნის წვდომას, როგორიც არის მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია, გადამხდელად რეგისტრაცია, საგადასახადო შეღავათები, გრანტის მიღება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სარგებლობით დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
თითოეული ეს მიმართულება ძალიან ბევრ სიახლეს მოიცავს, მათ შორის, სტატუს ნეიტრალურ ინსტრუმენტებსაც და ამასთან, უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, სტატუს ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენება არ ნიშნავს სტატუს ინდიფერენტულობას, ან სტატუსის საკითხის გადახედვას რამენაირად, არამედ კონკრეტული ჰუმანიტარული ამოცანისას საკითხის დეპოლიტიზაციას, მისი გადაჭრის მიზნით, სტატუსის თემასთან შეხების გარეშე.
ეს ყველაფერი ხორციელდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მყარად მხარდაჭერილი საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, პარლამენტს გადაეგზავნება ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს 9 საკანონმდებლო ცვლილების პროექტს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
გარდა ამისა, მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციის შიდა ქართულ და საგარეო ბაზრებზე გატანა გამარტივდება
ვაჭრობა და საერთო ეკონომიკური ინტერესი მშვიდობის ერთ-ერთი გზაა. იცით, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ვაჭრობა მაინც მიმდინარეობს გამყოფი ხაზების გასწვრივ.
ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული ინიციატივა არ ითვალისწინებს დამატებითი რეგულაციების შექმნასა და ჩარჩოს დაწესებას.
საქმე ეხება ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, ეს გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული თუ წარმოშობილი პროდუქციის წვდომის გამარტივებას შიდა ქართულ ბაზარზე, მათ შორის, სავაჭრო ქსელებში და ასევე, საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, საგარეო ბაზრებზე.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ორივე რეგიონში მცხოვრებლებს გავუზიაროთ სიკეთეები, რასაც ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ვგულისხმობთ თავისუფალი ვაჭრობის გაზიარებას.
ეს ინიციატივა გულისხმობს ვაჭრობას ორივე მიმართულებით გამყოფი ხაზების გასწვრივ და ასევე, ძალიან ბევრი მექანიზმია, როგორ წავახალისოთ ეს პროცესი, მათ შორის, ინდივიდუალური თუ საერთო პროექტების დაფინანსებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენწარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულებაადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულებახარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდაეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ..