პოლიტიკა
სასწრაფოდ! სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება, იმიტომ რომ ის აქედან არსად წასულა! - საქინფორმი

     საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. შეხედეთ ამ ფოტოს, რომელიც საქინფორმმა მოიძია - ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც თურქეთის ტერიტორიიდან ფარულად შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე, აჭარაში, და მოცემულ მომენტში ბათუმის პორტის პროტესტის ნიშნად მოშიმშილე მუშებში შეძვრა!
არა, ეს ფოტოკოლაჟი კი არა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვიდეორეპორტაჟის სტოპკადრია, თუმცა კადრში არა სააკაშვილი, არამედ ბათუმის საზღვაო პორტის პერსონალის შემცირებასთან დაკავშირებული შიმშილობის აქციის მონაწილე მუშაა, რომელიც მას ძალიან ჰგავს.
ამით საქინფორმი პასუხობს პოლემიკას, რომელიც სააკაშვილის გუშინწინდელი ტელეგამოსვლის შემდეგ გაჩაღდა: მიშა საქართველოში დაბრუნდება, როგორც გვპირდება თუ არ დაბრუნდება? - ორი დღეა, დაუღალავად კამათობენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
საქინფორმი ამ შეკითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება ერთი მარტივი მიზეზით - სააკაშვილი საქართველოდან არც არსად წასულა!
სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“;
პარლამენტის ნახევარზე მეტი, დაკომპლექტებული სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობითა“ და ვითომდა მისგან „ევროპულ საქართველოში“ და უმრავლესობაში - მმართველ „ქართულ ოცნებაში“ გაქცეულებით;
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი ჩუგოშვილი;
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნაცვლიშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი ლომჯარია
(„ღმერთო, დაგვიცავი სახალხო დამცველისგან!“ - ამბობენ მასზე თბილისელები);
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე (რომლის არჩევის შემდეგ ფეისბუქის მომხმარებლებმა საზმაუს ბორდს ბორდელი უწოდეს);
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ფლაგმანის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი გიგაური
- ყველა ეს ანტიქართული ლიბერალური, სოროსის ფონდის მიერ გამოზრდილი ძალა კოლექტიური სააკაშვილი გახლავთ, იმიტომ რომ მასთან ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან, ყველა მათგანი ძველებურად აქტიურია და ისინი განსაზღვრავენ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას!
ქართველმა ხალხმა ეს იცის და ითმენს. ანუ, გამოდის, სააკაშვილი საქართველოდან არანაირ უკრაინასა და აშშ-ში არ გამგზავრებულა - ის უწინდებურად აქ არის და მისი საქმე ცოცხალია!

საქინფორმის რედაქცია