საზოგადოება
პრეზიდენტმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 1645 - განსაკუთრებით მძიმე, ხოლო 1812 ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულია შეწყალებული

     საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკაში, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, სულ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შეწყალებულია 1645 მსჯავრდებული. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2013 წელს - 71;
2014 წელს - 787;
2015 წელს -1006;
2016 წელს - 834;
2017 წელს - 840;
2018 წლის განმავლობაში - 117.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისათვის შეწყალებულია 1812 მსჯავრდებული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - 296;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი – 16;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი – 727;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი - 734;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - 39.

წყარო: interpressnews