უცხოეთი
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის სამზადისი მიმდინარეობს

     საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის სამზადისი მიმდინარეობს, – ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა გააკეთა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნული საკითხი 20 მარტს, სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
„მათ ისაუბრეს ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შედგება, შეხვედრის პოტენციურ ადგილად თეთრი სახლი განიხილება. ამ ეტაპზე, სხვა დეტალის თქმა არ შეგვიძლია“, – განაცხადა სანდერსმა.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ 20 მარტის სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს შეხვედრა შესთავაზა.

1tv.ge