პოლიტიკა
ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციები, რომლისკენაც დღეს საქართველო მიისწრაფვის, ჰიტლერს ნაცისტური მისალმებით ეგებებიან! (ვიდეო)

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. უყურეთ ამ ვიდეოს (4,57 წუთის ხანგრძლივობის ნაწყვეტს). ეს გერმანელი კინემატოგრაფისტების დოკუმენტური გადაღებაა - XI ოლიმპიური თამაშების გახსნა ბერლინში 1936 წლის 1 აგვისტოს, რომელში მონაწილეობაზეც სსრკ-მ უარი თქვა.
ყურადღება მიაქციეთ - როგორ ესალმებიან ჰიტლერს, ნაცისტური მისალმებისთვის აწეული ხელებით, დღევანდელი ევროკავშირის (რომელში შესვლასაც საქართველო ესწრაფვის) ქვეყნების - საბერძნეთის (01:10 წთ), ავსტრიის (02:20 წთ), იტალიის (02:34 წთ), საფრანგეთის (02:51 წთ) და თავად ნაცისტური გერმანიის (03:40 წთ) ოლიმპიური დელეგაციები.
ყურადღება მიაქციეთ, აგრეთვე, რომ ნაცისტური გერმანიის მომავალმა მოკავშირეებმა - იაპონიის დელეგაციამ - ნაცისტური მისალმების გარეშე ჩაიარა (2:01 წთ). იაპონელების მსგავსმა საქციელმა სხვა, ბევრად უფრო არსებით საკითხებში, 3 წლის შემდეგ ის შედეგი მოიტანა, რომ, როგორც ისტორიკოსი James V. Compton წერდა, ჰიტლერმა, რომელიც მანამდე მათ „აზიის არიელებს“ უწოდებდა, „გალაქული ნახევრად მაიმუნები“ დაარქვა, „რომლებსაც მათრახი ესაჭიროებათ“.
XI ოლიმპიური თამაშები ბერლინის სტადიონზე ტრიბუნაზე მდგომმა ჰიტლერმა გახსნა, რომელმაც მიკროფონში დაიყვირა: „XI ოლიმპიურ თამაშებს - ახალი ერის თამაშებს - გახსნილად ვაცხადებ!“.

საქინფორმი