საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე „ნაცისტური მისალმებით“ ხელს მაღლა სწევს.
შავ-თეთრი ვიდეორგოლი, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით 17 წამია, სავარაუდოდ, 1933 წელს არის გადაღებული ინგლისის მეფეთა რეზიდენციაში შოტლანდიურ ციხესიმაგრე ბალმორალში.
ვიდეოზე ნაჩვენებია, რომ დაახლოებით 7 წლის ელისაბედ მეორე ციხესიმაგრის მდელობზე იმყოფება დედასთან - ელისაბედ ბოუზ-ლაიონთან, ბიძასთან - პრინც ედუარდთან (რომელიც შემდგომში მეფე ედუარდ VIII გახდა) და დასთან - პრინცესა მარგარეტთან ერთად.
„ჰიტლერი შეპყრობილი იყო სამეფო ოჯახით. ედუარდი არა მხოლოდ ინგლისის, არამედ ევროპის მეფე უნდა გამხდარიყო. ედუარდ VIII იყო გერმანელი პრინცი და გერმანელი მეფე გერმანიიდან. მისმა ბიძაშვილმა პრინცმა ბერნარდმა - ნიდერლანდების დედოფლის მეუღლემ - ბილდერბერგის კლუბი დააარსა... ევროკავშირი (რომლისკენაც დღეს საქართველო ისწრაფვის - საქინფორმი) - ნაცისტების პროექტია, NASA - ნაცისტების დაარსებულია, ოჯახის დაგეგმვის ამერიკული ფედერაცია - ნაცისტების დაარსებულია“, - კომენტარს აკეთებს წამყვანი.
აი, იმ ქვეყნის ისტორიის ფურცელი, რომელიც დღეს საქართველოს მოკავშირე და პარტნიორია! აი, ჭეშმარიტი სახე დიდი ბრიტანეთის ისტებლიშმენტისა, რომლის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველომ გასულ კვირას რუსი დიპლომატი გააძევა!
![]() |
საქინფორმი