აქტუალური
ტატუნაშვილი დივერსანტი თუ იყო, მტკიცებულებებია საჭირო! - ედუარდ კოკოითი (ვიდეო)

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი (2001-2011) ედუარდ კოკოითი, რომელსაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა და უარი უთხრეს, მედიასთან საუბარში ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციასა და საქართველოს ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს (ვიდეო იხ. აქ).
ტატუნაშვილის სიკვდილი ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. იგი რომ დივერსანტი ყოფილიყო, ყველა მტკიცებულება უნდა წარადგინო, თუმცა აღნიშნულ სიტუციაში ეს არის პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შორს მიმავალი შედეგით. არ გამოვრიცხავ, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციაში სწორედ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გარეული. სხვა შემთხვევაში როგორ უნდა ახსნა ის, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში... კარგი, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ სიტუაციის გაწელვით საქართველო მთელ ინფორმაციას აწვდის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ემუქრება რუსეთის ფედერაციას.
ჩვენ, ოსები, მაღალკულტურული ერი ვართ და აღნიშნულ შემთხვევაში ეს ოსეთის იმ რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რომლებსაც საჯაროდ დავსვამ”, – აცხადებს კოკოითი.