საზოგადოება
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით - პარლამენტის თავმჯდომარე

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობს სარკისებური ეფექტი. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები და ჩვენი ყოველი გათვლა ეფუძნება ამ პრინციპებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს იმ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს, რომლებმაც სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს. აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ და რუსეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, რუსეთი იტოვებს უფლებას, მათთან მიმართებით საპასუხო ნაბიჯები გადადგას.