რელიგია
ილია II: არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი, ეს არის გზა სასუფეველში!

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ბზობას!
კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში და სწერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი და აქებდა და ადიდებდა უფალს. მას ხვდებოდნენ, როგორც მეფეს და უგალობდნენ: ,,ოსანა მაღლათა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა; იგი ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა: ჯვარს აცვი ეგეო.

არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი, _ ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი!
ღმერთმა ბედნიერი აღგომა გაგვითენოს!
ამინ.