სამართალი
ფინანსურმა პოლიციამ კირქვის საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

arrested11ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს რაიონში ინდმეწარმე თამაზ სინჯიაშვილი დააკავა, რომელიც კირქვის საწარმოს ხელმძღვანელობდა. დაკავების ფაქტს ადასტურებენ სინჯიაშვილის ოჯახის წევრები. დაკავებულის ვაჟის - ალექსანდრე სინჯიაშვილის განცხადებით, ოჯახისთვის დაკავების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ფინანსური პოლიციის კახეთის რეგიონული სამმართველო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ სინჯიაშვილის დაკავება თბილისის ფინანსურმა პოლიციამ განახორციელა. მათი თქმით, დაკავების დეტალებს პრეს-სამსახური მოგვიანებით გაახმაურებს. შეგახსენებთ, რომ ჯართის უკანონო ბიზნესში მონაწილეობისთვის თამაზ სინჯიაშვილი 2007 წლის 2 მაისს ქედების ზონის წყალკანალის უფროს გელა თანიაშვილთან და დედოფლისწყაროს სასამართლო აღმასრულებელ დავით ოდიშელიძესთან ერთად სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტზე დააკავეს. საპატიმროდან ის შარშან გათავისუფლდა.