პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ვინ მოიწვევს ახალ რუის-ურბნისის კრებას და იხსნის საქართველოს?

     მოკლე ისტორიული ცნობა ჭკუა-ღირსება-სინდის და ეროვნულ თავმოყვარეობადაკარგული ევროატლანტიკური ქართველებისთვის:

1103 წელს ქართული მიწების გამაერთიანებელმა მეფე დავით IV-მ, რომელსაც მისი მოღვაწეობის გამო აღმაშენებელი უწოდეს, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების გასამყარებლად ქართული საყოველთაო საეკლესიო კრება მოიწვია, რომლის სხდომები ერთმანეთის მეზობლად მდებარე რუისის და ურბნისის ეპარქიებში (ქართლის რეგიონი, გორის მახლობლად) მიმდინარეობდა. ისტორიაში რუის-ურბნისის სახელით შესულმა კრებამ მიიღო 19 კანონი (ძეგლისწერა), რომელთაგან ბევრი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობასა და საქმიანობაში დღემდე ფუძემდებლურად გვევლინება.
მაგრამ რუის-ურბნისის კრების მთავარი გადაწყვეტილება იყო „უღირსად აღმაღლებული“ მღვდელმთავრების ეკლესიიდან განდევნა და საეკლესიო წოდების ჩამორთმევა, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ დესტრუქციულ საქმიანობას ეწეოდნენ, ხელისუფლებას და მეფე დავით IV-ის რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ.
გავლენიანი საეკლესიო აზნაურები, რომლებსაც გვარიშვილობის პრინციპით ნიშნავდნენ, ამავე დროს მდიდარი ფეოდალები იყვნენ, ვინაიდან საეკლესიო ეპარქიების უზარმაზარი ადგილ-მამულები თავიანთი ყმებით, პრაქტიკულად, მათი სამთავრო მიწები გახლდათ და საეპისკოპოსო კათედრებთან ერთად მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ისინი მეფის ერთგული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე „ჭეშმარიტი მწყემსებით“ შეცვალეს, აგრეთვე დაამტკიცეს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა, რომელმაც თავის თავში გააერთიანა საერო და სასულიერო ხელისუფლება. ამ თანამდებობაზე დაინიშნა მეფის დამრიგებელი და უახლოესი თანამოღვაწე - უფროსი ვეზირი (კანცლერი) გიორგი, რომელსაც ერთდროულად ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსის საეკლესიო წოდება მიანიჭეს - იმ დროს სწორთა შორის უპირველესის, კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ იერარქიით მეორე პირის.
რუის-ურბნისის კრება გახდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით IV-ის გამარჯვების საწინდარი და საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანის“ დასაწყისი, რომელიც დავით IV-ის შვილიშვილის - თამარის მეფობასთან ერთად დასრულდა. თამარ მეფე, ისევე, როგორც დავით IV აღმაშენებელი, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

დიდმა მეფე დავით IV-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ხელისუფლების საყრდენად აქცია იმიტომ, რომ ესმოდა მისი პრინციპული მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოსთვის, რომლის სახელმწიფოწარმომქმნელი ერი მართლმადიდებელი ქართველებია. თუმცა ეკლესიის როლს არ აღიარებდნენ საქართველოს მბრძანებლები მე-20 საუკუნეში, არ აღიარებენ 21-შიც და გზამკვლევად არა ბეთლემის ვარსკვლავი, არამედ აშშ-ის დროშის ვარსკვლავები აქვთ. შედეგად „გემი შტორმში მოყვა და აფრები დაკარგა“ - საქართველომ დაკარგა მეფე დავით IV-ის მიერ შემოერთებული ყველა ტერიტორია, და სართად - სახელმწიფო სუვერენიტეტიც.

თანაც „გემი კაპიტნის გარეშე დარჩა“ - დღეს უტყუარად ცნობილი არ არის - ვინ გვევლინება ქართული სახელმწიფოს მეთაურად:
პრეზიდენტი მარგველაშვილი - ვითომდა ლეგიტიმაციის უმაღლესი ხარისხით, იმიტომ რომ „ხალხის არჩეულია“, თუ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელიც ყველა სამთავრობო ბერკეტს ფლობს, როგორც მწიგნობართუხუცესი; პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე, თუკი საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუ მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც სამივე ხელისუფლებაში მოიყვანა; აშშ-ის ელჩი საქართველოში - როგორც მეტროპოლიის ნაცვალი ვასალ ქვეყანაში, თუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თუკი ილია მეორის რეიტინგს გავითვალისწინებთ, რომელიც აღემატება ყველა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის რეიტინგებს? არის თუ არა მათ შორის ახალი დავით IV აღმაშენებელი, რომელიც საქართველოს გააერთიანებს? ვინ მოიწვევს ახალ რუის-ურბნისის კრებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაწმენდს?

ქართველ ხალხს აინტერესებს - თუკი რამდენიმე უღირსი მაღალი წოდების მღვდლისთვის ხმის ჩაკმენდინების დრო დადგა მათი უზომო ამბიციების, სიხარბისა და მამათმავლობისთვის, რომელიც რუის-ურბნისის „ძეგლისწერაში“ დაგმობილია, როგორც სოდომური ცოდვა, რა აუცილებელია ქართული საყოველთაო საეკლესიო კრების მოწვევა, როგორც ორჯერ მოიწვია მეფე დავით IV-მ? განა ამისათვის წმინდა სინოდის სხდომა საკმარისი არ არის? ხოლო თუ პოლიტიკური შემადგენელიც იგულისხმება, მაშინ როგორ შეძლებს დღეს საეკლესიო კრება სახელმწიფოზე გავლენის მოხდენას? დიახ, რუის-ურბნისის კრებაზე დავით IV აღმაშენებელმა სახელმწიფო და ეკლესია გააერთიანა, მაგრამ დღეს საქართველო კონსტიტუციით - სეკულარული სახელმწიფოა, რომელსაც ეკლესიასთან კონკორდატი აკავშირებს, და ილია მეორის მცდელობაც კი, კონსტიტუციური მონარქია აღედგინა, კრახით დამთავრდა. განა კათოლიკოს-პატრიარქი, პატრიარქის თანამოსაყდრე და ჭყონდიდის ან ურბნის-რუისის ეპისკოპოსები დღეს ფლობენ მწიგნობართუხუცესის (მეფის კანცლერის), ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის (მეფის კანცლერის და ერთდროულად - მთავარეპისკოპოსის) სახელისუფლებო უფლებამოსილებებს, მითუმეტეს - დავით IV აღმაშენებლის სამეფო ძალაუფლებას?

პირველ რიგში, რაც შეეხება ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსგან, რაც კონსტიტუციით არის დაფიქსირებული. საქართველოს არცერთი კონსტიტუცია არ შეესაბამებოდა და არც დღეს შეესაბამება ქართული სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და ქართველი ერის მენტალიტეტს. ყველა მათგანი პოლიტიკური კონიუნქტურით იყო ნაკარნახევი და გამუდმებით გადაკეთდებოდა იმ მომენტისათვის მმართველი პარტიის ინტერესების მიხედვით.

რეალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მდგარა და არც უნდა იდგეს განზე სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებისაგან, ამიტომ მისი როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და მართვაში უნდა დაფიქსირდეს ახალ კონსტიტუციაში, რომელსაც შექმნიან არა კონსტიტუციონალისტი-პროსტიტუციონალისტები, არამედ პატრიოტები - მეფე დავით IV ღირსეული თანამემამულენი.

მეფე დავით IV აღმაშენებელმა ეკლესია სახელმწიფოს კი არ დაუმორჩილა, არამედ ეკლესიის ბუნებისათვის თავიდანვე უცხო ეკონომიკური ფუნქციები ჩამოაშორა „ლიბერალ“ იერარქებთან - ოლიგარქებთან ერთად. მაგრამ სანაცვლოდ სახელმწიფო ფუნქცია მიანიჭა და ცენტრალიზებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შემოქმედებით პროცესში ჩართო. ამიტომ, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი ვენეციის კომისიის და თეთრი სახლის ვიზირებას კი არა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ექსპერტიზას უნდა გადიოდეს სახელმწიფო რელიგიასთან შესაბამისობის საგანზე; ისინი უნდა შეესაბამებოდეს არა დასავლურ „დემოკრატიულ“, არამედ საკრალურ მართლმადიდებლურ ღირებულებებს.
ასეთი კონსტიტუციის პირობებში იმგვარი კანონების მიღება, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული - სხვადასხვა უმცირესობის უფლებათა ექსკლუზიური დაცვის შესახებ მართლმადიდებელი უმრავლესობის ინტერესების საზიანოდ - ნულამდე იქნება დაყვანილი.

ასევე, ქვეყნის ძირითადი კანონიდან ამოღებული უნდა იქნეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დისკრიმინაციული და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციისთვის უპრეცედენტო ყალბი ჩანაწერი „ქართველი ხალხის ისტორიულ უალტერნატივო ევროატლანტიკურ არჩევანზე“ - ისეთ დროებით ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაზე, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი. მხოლოდ ასეთი ახალი კონსტიტუციის პირობებში საქართველოს მართლმადიდებლური ტაძრები არ გადაიქცევიან დროთა განმავლობაში მარტო ღირსშესანიშნაობებად ტურისტებისთვის, „ორიენტალ" კოლორიტად, ეროვნული ფოლკლორის კლუბებად და ეთნოგრაფიულ მუზეუმებად კულტურის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის ბალანსზე!

რაც შეეხება ქართული საყოველთაო საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობას. საქმე ისაა, რომ რუის-ურბნისის კრებიდან 673 წლის შემდეგ გაქცეულმა დამნაშავეებმა და სხვა „ქუჩური მენტალიტეტის მატარებლებმა“ ახალი სამყაროს ტერიტორიაზე დააარსეს სახელმწიფო, რომლის თანამედროვე იდეოლოგმა - აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ - მართლმადიდებლობა „აშშ-ის მთავარ მტრად“ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი ხელს არ უშლიდნენ ამერიკის მიერ საქართველოს „ხავერდოვან“ დაპყრობას და მისი მარიონეტი ხელისუფლების უალტერნატივო ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგულებასაც კი დეკლარირებენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აშშ-ს თავად მისი არსებობის ფაქტით უშლის ხელს, რამდენიმე მიზეზით.

უპირველეს ყოვლისა, მისი წინამძღოლის ავტორიტეტის გამო, რომლის ნეიტრალიზება „ლიბერალებმა“ ვერაფრით მოახერხეს. მედიის მძლავრი მხარდაჭერით „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებმა შევარდნაძესთან და კომპარტიასთან, КГБ-სთან და კრემლთან კონტაქტებში უკუეფექტი იქონია და თავად „ლიბერალებს“ გაუტეხა სახელი, რომლებსაც ხალხში დღეს „ლიბერასტებს“ ეძახიან და დროდადრო კიდეც მიჟეჟავენ ხოლმე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისთვის მიუღებელია, აგრეთვე, იმიტომ რომ შეუთავსებელია დასავლურ „დემოკრატიულ“ ღირებულებებთან. მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ცოდვებს, რომლებსაც დასავლეთში დემოკრატიის მაჩვენებლად მიიჩნევენ: სექტანტობას დასავლეთში რელიგიური უმცირესობების უფლებების და იდენტობის დაცვას უწოდებენ; ერთნაირსქესიან ქორწინებას, ინცესტს და ჰომოსექსუალიზმს დასავლეთში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვად თვლიან; ნარკომანიის წახალისებას და აზარტული თამაშების პროპაგანდას - პიროვნების თავისუფლებად. და რამდენჯერაც უნდა მიიწვიონ ქართველი მიტროპოლიტები - წმინდა სინოდის წევრები - აშშ-ის კონგრესსა და სენატში, პენტაგონში, ნატოში, ევროკავშირში თუ დიდი ბრიტანეთის საელჩოში, როგორც უნდა აცდუნონ ამბიონიდან დასავლური „დემოკრატიული“ ღირებულებების პროპაგანდაზე, სახარების თავიდან დაწერას და 10 მცნების შეცვლას - ცოდვების სათნოებად გადაქცევას ისინი ვერ შეძლებენ!

ზემოხსენებულ შეხვედრებზე ვაშინგტონში, სტრასბურგსა და ბრიუსელში მეუფეებს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა ჰქონდათ მიღებული, რომელსაც აღსარებას პირადად აბარებენ. ამიტომ დასავლური შეხვედრები მღვდელმთავართა კონკრეტული ჯგუფისა, როგორც ჩანს, რუსეთის მისამართით „მსუბუქი“ პოლიტიკური შანტაჟი იყო, რომელმაც ის საქართველოსთან ტერიტორიული მთლიანობის და, შესაბამისად, ქართული ეკლესიის სხეულის ერთიანობის აღდგენის საკითხში მეტი დამყოლობისთვის უნდა წააქეზოს.

საქართველო, რომელმაც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ვალდებულია, დასავლურ „დემოკრატიულ“ ღირებულებებთან შესაბამისობის ტესტი ჩააბაროს, თუ ნატოში და ევროკავშირში შესვლა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი სურს. აი, რატომ გაბედა მავანმა უსუფას შვილმა - ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელმა, რომელიც ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნა - დაუბრკოლებლად გაეტარებინა პარლამენტში ზემოხსენებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და დემონსტრაციულად უგულებელეყო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ პარლამენტისადმი ღია მიმართვაში გამოთქმული მკვეთრი პროტესტი!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელი დაუნგრეველი ხიდია ერთმორწმუნე რუსეთისკენ - მსოფლიო მართლმადიდებლობის დედაქალაქის და „აშშ-ის მთავარი მტრისკენ“ (ბჟეზინსკის მიხედვით), ხოლო საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები - ქრისტესმიერი ძმები არიან. აი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი აშშ-ის მტრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი!

2016-2017 წლების სოციოლოგიური გამოკვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას არ უნდა ნატოში, არამედ უნდა რუსეთთან კავშირი, მაგრამ მოქალაქეები უძლური არიან, ლიდერის ან სახელმწიფო ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე რამე შეცვალონ. აშშ შიშობს, რომ მართლმადიდებელმა ქართველებმა, რომლებსაც რელიგიურ იდენტობას ართმევენ, შესაძლოა, წინააღმდეგობა გასწიონ და „დაუძლეველი ძალის გარემოებად“ იქცნენ. და აქ ЦРУ-ს ანალიტიკოსები მართლები არიან - ამგვარი ფორსმაჟორული სიტუაცია სავსებით რეალურია და კარს არის მომდგარი.

ავტოქტონური სახელმწიფოშემქმნელი ერის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ სამშობლოში დამცირებული და შეურაცხყოფილია. უმრავლესობის უფლებებსა და ღირსებას, უმცირესობებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არავინ იცავს - არც კონსტიტუცია, არც პარლამენტი და არც მთავრობა, ხოლო არასამთავრობოები და მედია, პირიქით, მხოლოდ ლახავენ! ამიტომ მართლმადიდებელ მრევლს უფლება აქვს, თავისი მოძღვრებისგან მოითხოვოს, მახვილით ხელში ჩაუდგნენ სათავეში საქართველოს და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვას, როგორც არაერთხელ მოქცეულან ქართველი ბერები და მეფეები - დავით IV აღმაშენებელი, ვახტანგ I გორგასალი, ერეკლე II და მრავალი სხვა. მართლმადიდებელ მრევლს უფლება აქვს, ამაზე ქართველი ერის სულიერი მამის - ილია მეორის კურთხევა მიიღოს!

და კიდევ, ქართველ ხალხს აინტერესებს - რატომ ჰქვია ეპარქიას ურბნის-რუისის და არა რუის-ურბნისის, როგორც იმ ისტორიულ კრებას? თუ არა აშშ, ვინ არის დაინტერესებული, რომ ქართველებმა რაც შეიძლება მალე დაივიწყონ რუის-ურბნისის კრება და, მასთან ერთად, ამ ეპარქიის ახლანდელი მიტროპოლიტი მეუფე იობი, რომელიც მრევლში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე ნაკლები ავტორიტეტით როდი სარგებლობს? უკვე ორი წელია, რატომ არ ისმის მისგან არაფერი, ისევე, როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმესგან, რომელსაც სასწრაფოდ ჩამოართვეს წოდება დღეს მოდაში შემოსული „სექსუალური შევიწროების“ ბრალდებით?! მართალია თუ არა, რომ მას ცილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მითითებით დასწამეს მრევლზე, მათ შორის, დევნილებზე მეტისმეტად ძლიერი გავლენის გამო, რამეთუ აფხაზეთის პატივსაცემი მკვიდრი მეუფე სერაფიმე რუსეთთან დიალოგს უჭერდა მხარს? ვის აშინებდა, რომ მეუფეები იობი და სერაფიმე ქართული საყოველთაო საეკლესიო კრების მოწვევას მოითხოვდნენ, რომელზეც სრულ სიმართლეს იტყოდნენ?! მათ ხომ ციხეში ისე ადვილად ვერ ჩასვამ, როგორც დეკანოზ მამალაძეს...

ქართველ ხალხს კიდევ ბევრი რამ აინტერესებს, მაგალითად - დავით IV აღმაშენებლის მიერ გათავისუფლებული თბილისი რატომ დაიპყრეს ისევ თურქებმა და მისი, დავით IV აღმაშენებლის სახელობის გამზირი თურქულ სლობოდად - ბორდელებად და ნარკობუნაგებად გადააქციეს ბარებისა და სასტუმროების აბრების ქვეშ?! თავად აღმაშენებლის მონუმენტი კი დედაქალაქის გარეუბანშია გაძევებული? და რაზე შეეძლო ჩვენს საყვარელ პატრიარქს, დიდხანს ესაუბრა ხოლმე „მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნე მრევლთან“ – „რუსთავი 2“-ის გეიდირექტორ ნიკა გვარამიასთან, რომელიც, თურმე, ათზე მეტჯერ მიუწვევია? ნუთუ მისგან აღსარებას იბარებს, როგორც თავისი ქორეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტებისგან, და ჯერ კიდევ რუის-ურბნისის კრების მიერ დაგმობილ სოდომურ ცოდვას შეუნდობს?! და რატომ უთხრა ბოლო შეხვედრისას პატრიარქმა გვარამიას, რომ „იმდენ სიკეთეს, რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანას რამე ეშველოს“?! რა იყო ეს - პატრიარქის ხუმრობა, რომელიც მახვილი იუმორითაც არის ცნობილი?!

ქართველი ხალხი პატრიარქ ილია მეორისგან მოუთმენლად ელის პასუხს - საქართველომ, რომელსაც 673 წლის წინ - აშშ-ის შექმნის და რუის-ურბნისის კრების მოწვევის მომენტისთვის - უკვე მრავალსაუკუნოვანი კულტურა და სახელმწიფოებრიობა ჰქონდა, რატომ უნდა გადაუხვიოს წმინდა ილია მართლის გზიდან და წმინდა სამების კი არა, სამი ასოს - აშშ-ის იმედი ჰქონდეს? განა არსებობს მრევლის თვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფრო მეტი დისკრედიტაცია მორწმუნეებში იმედგაცრუების და, შედეგად, მისგან განშორების მიზნით?!

„საქინფორმის“
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 2 აპრილი
საქართველო, თბილისი