პოლიტიკა
ანგლოსექსები (საქინფორმი)

     არ დავიწყებთ ახლა უძველესი, უჩვემოდაც კარგად ცნობილი ისტორიების მოყოლას დამპყრობელთა ანგლოსაქსონური ტომების შესახებ და მხოლოდ შეგახსენებთ, რომ დღეს ანგლოსაქსებს უწოდებენ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიან პოლიტიკურ ელიტას, ან ამ ქვეყნების ინგლისურენოვანი მოსახლეობის ნაწილს - იმ ბარბაროსების შთამომავლებს.

ხოლო რაც შეეხება ანგლოსექსებს, ტერმინი ანგლოSEXები 10 წლის წინ საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის მიერ იქნა გამოგონებული და პუბლიკაციაში გამოყენებული. ის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს ნიშნავს, რომლებიც ანგლოსაქსების ნებისმიერ სურვილს მორჩილად ასრულებენ, მაგრამ თვითონ ანგლოსაქსები ვერასდროს გახდებიან.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა - ქართველი ანგლოსექსები, რომლებიც ნებაყოფლობით აგზავნიან ქართველ ჯარისკაცებს ხან - ერაყში, ხან - ავღანეთში და აფრიკაში, ხოლო გასულ სუთშაბათს ნებაყოფლობით გააძევეს საქართველოდან რუსი დიპლომატი. ნებაყოფლობით იმიტომ, რომ ამას არავინ ითხოვდა - საქართველოს რუსეთთან უკვე მე-10 წელია, დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს არც რუსეთის საელჩო საქართველოში. და დიპლომატი - ძალიან ხმამაღლა ნათქვამია, უფრო - საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილების ტექნიკური თანამშრომელი.

თვით სულელ სააკაშვილსაც კი არ ჩაუდენია ამხელა მავნებლობა - პირიქით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად უვიზო რეჟიმი შემოიღო!

ფხენიანის ოლიმპიადისთვის საგანგებოდ მოწყობილი დოპინგ-სკანდალის მერე ანგლოსაქსებმა რუსეთში 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ჩაშლა გადაწყვიტეს და ინგლისური დაზვერვის МI-6-ის მიერ გადაბირებული ГРУ-ს პოლკოვნიკის მოწამვლა მოიმიზეზეს. თავში ქვა უხლიათ ლონდონსაც, ვაშინგტონსაც და მოსკოვსაც, თვითონ გაარჩიონ თავისი ურთიერთობები! თქვენ რას ეჩხირებით დიდების გარჩევებში, ქართველო ანგლოსექსებო?! რაში სჭირდება დიდ ბრიტენეთს პაწაწინა გაუბედურებული საქართველოს მხარდაჭერა, ამას ვინ ჭამს?! ან მერე რას შვრებით, რუსეთის უდანაშაულობა თუ დამტკიცდა?! ბოდიშს მოიხდით, როგორც ინგლისის მაშინდელმა პრემიერმა ტონი ბლერმა ერაყში შეჭრისთვის?! არადა, ყველაფერი იქით მიდის, საქმეში რუსული კვალის ვერცერთ მტკიცებულებას ჯერჯერობით ვერ პოულობენ...

ისე, ყველა ჯაშუში და სამშობლოს მოღალატე ნამდვილად სიკვდილის ღირსია, რუსი იქნება ეს თუ ქართველი, ანგლოსაქსი თუ ანგლოსექსი. და თქვენ რატომ აღელდით საეჭვოდ?! იმიტომ ხომ არა, რომ თქვენც აპირებთ სამშობლოს ღალატს, ქვეყნიდან გაქცევას და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას, სკრიპალის და სააკაშვილის მსგავსად?! (სხვათაშორის, სკრიპალი - ორმაგი მოქალაქეა, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის, თავისი სამშობლოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს, სააკაშვილისგან განსხვავებით!)

ანგლოსექსებო, თუ ასეთი პატრიოტები ხართ, საქართველოს მოქალაქე გმირი არჩილი ტატუნაშვილი რომ გაიტაცეს და მოკლეს, მაშინ რატომ არ გააძევეთ რუსი დიპლომატი, როგორც დიდი ბრიტანეთი მოიქცა თავისი თუნდაც ორმაგი მოქალაქის, თუნდაც ორმაგი აგენტის გულისთვის?! აი, ამიტომ ანგლოსაქსები ვერასდროს გახდებით და სამუდამოდ ანგლოსექსებად დარჩებით!

ანდა, თუ უკრაინა ჩვენი მეგობარია, მაშინ რატომ არ შეუერთდით დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, როცა ამ უკანასკნელმა უკრაინას ყირიმი წაართვა?! იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოს ბიუჯეტს რუსეთზე გაყიდული ღვინის, „ბორჯომის“ და საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების ხარჯზე ავსებთ?! რა დროსია აქ „ქართულ-უკრაინული ძმობა“....

ანდა
რატომ ხართ ასეთი არათანმიმდევრულები და რუს დიპლომატს იმავე დღეს აძევებთ, როცა თქვენი პრემიერი კვირიკაშვილი გამოდის და ტურიზმსქვეყნის ლოკომოტივადაცხადებს?!

რატომ იზიარებთ რუსი ხალხის მწუხარებას კემეროვოს ტრაგედიის გამო და მეორე დღეს რუსეთის საკონსულოს მეისრეს აძევებთ, რომელიც დაუღალავად არტყამს რუსეთის ვიზებს ქართველების პასპორტებში, ქუჩაში ლენინის მავზოლეუმთან რიგზე უფრო გრძელ რიგში რომ დგანან?!

მერე სად წახვალთ, სად გაექცევით იმ ქართველებს და მათ სანათესაოს - იმ მილიონ ქართველს რუსეთში, რუსეთმა რომ ვიზები და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები აკრძალოს?! ანდა რისი ან ვისი გულისთვის?! ვიღაც ГРУ-ს ბებერი ყოფილი პოლკოვნიკის, საკუთარი სამშობლოს მოღალატის მოწამვლის გულისთვის?!

რატომ წერს კვირიკაშვილი კრემლში წერილს - რაც იყო, იყო, მოდი, მომავალ თაობებზე ვიფიქროთ და შერიგებაზე მოვილაპარაკოთო, მეორე დღეს კი პარლამენტი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას რეზოლუციას ღებულობს?!

და რატომ ყიდულობთ რუსეთის არმიის საწინააღმდეგოთ გამოუსადეგარ ჯაველინებს“ გაღატაკებული ქართველი ხალხის სახსრებით და მერე ჟენევაში რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკება რომ გიჭირთ, გიკვირთ?!

ანგლოSEXებო, გამოტყდით! იქნებ მოლაპარაკება არც გინდათ და ამ ყველაფერს განგებ, ანგლოსაქსების დამკვირვებელთა კარნახით აკეთებთ?! მაშინ პირდაპირ ასე გვითხარით!

საქინფორმი

2018 წლის 2 აპრილი
საქართველო, თბილისი