საზოგადოება
საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. 29 მარტს ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ. „ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.