საზოგადოება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევაში 27-28 მარტს გამართული კონსულტაციების შესახებ

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განცხადება გაავრცელა.
უწყების განცხადებით, საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის იმედისმომცემი განცხადების მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებებზე თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა "პროპაგანდისტულ აქციად" აქციეს.
საქართველოს არ აქვს უნარი, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან და შეეცადა, პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინა, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ლაპარაკია, ასევე, არჩილ ტატუნაშვილზეც.
თბილისის წარმომადგენლები შეეცადნენ, დისკუსიის ცენტრში მოექციათ .. ტატუნაშვილის საქმე და მის მკვლელობაში დაედანაშაულებინათ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ რუსეთიც. რუსეთის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედებების შესახებ შენიშვნები გამოთქვეს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ხშირად არღვევენ ცხინვალისა თუ სოხუმის საზღვრებს", - წერია განცახდებაში.
ჟენევაში მხარეებმა ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მხარეებმა ვერც ძალის გამოუყენებლობის ერთობლივ განცხადებაზე მოახერხეს შეთანხმება და ვერც ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საკითხზე. თუმცა, ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე მორიგი შეხვედრა ივნისში გაიმართება.